ახარნონზე უცხოელებზე თავდასხმისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

22წლის ბერძენი ატიკის რაიონში უცხოელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს პოლიციის ანტირასისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

კერძოდ, ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ედება ძარცვაში, სახიფათო ფიზიკურ დაზიანებასა და რასისტული ხასიათის შეურაცხყოფაში, რაც იწვევს მისი დანაშაულის დამძიმებას. გარდა ამისა მისი 24 წლის თანაშემწე გამოვლინდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ორმა დამნაშავემ გასულ პარასკევს 22 და 27 წლის უცხოელი ახარნაში დაარბია. იძალადეს მათზე და ამის შემდეგ მობილური ტელეფონი და 150 ევრო ამოაცალეს. ცოტა ხნის შემდეგ, ისინი იგივე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ სხვა, 34 წლის უცხოელს, რომელიც ცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებული პირი მის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალებით წაიყვანეს საოლქო პროკურატურაში, სადაც მას მთავარ დაკითხვას მოუწყობენ.