ყოველწლიური „ბრძოლები “ აღლუმზე დროშის ტარების გამო

 წელსაც როგორც ყოველთვის, საბერძნეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შორის  25 მარტის საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ყოველწლიური, ტრადიციული  „ბრძოლები “ აღლუმზე დროშის ტარების გამო  გრძელდება.

 რა და რატომ იწვევს მწვავე რეაქციას ბერძენ მშობელების  შორის  და შემდგომ მთელს ბერძნულ საზოგადოებაში ეს  დაპირისპირება?  დაპირისპირება, რომელიც ფაქტობრივად ყოფს საბერძნეთის საზოგადოებას ორ ნაწილად – თანამდეროვე , ლიბერალურ და ულტრა კონსერვატიულ, შეილება ითქვას ნაციონალისტ  ნაწილებად.

mantila-parelasi-2

ღია დიალოგი, რომელიც ყოველ წელს რამოდენიმე  დღე  გრძელდება ყოველი აღლუმის შემდგომ ამ თემაზე, ზოგადად უცხოელებზე, მათ ადგილზე საბერძნეთში და მის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

 საბერძნეთის განათლების შესახებ კანონის თანახმად  დროშა აღლუმზე ეძლევა  საუკეთესო მოსწავლეს ,ერის ფერის  და  რელიგიის  მიუხედავათ, რაც ეფუძნება საბერძნეთის კონსტიტუციას, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს რომ „ბერძენი არის,ის ვინც მიიღო ბერძნული განათალება და მონააწილეობა ბერძნულ განათლებაში.“აღნიშნული კანონი ეყდნობა ცნობილი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ისოკრატეს( Ισοκρατης)  რიტორიკას  მოქალაქეობის შესახებ სადაც ვკითხულობთ :

«Το των Ελλήνων όνομα πεποίηκε μηκέτι του γένους, αλλά της διανοίας δοκείν είναι, και μάλλον Έλληνας καλείσθαι τους της παιδεύσεως της ημετέρας,  ή τους της κοινής φύσεως μετέχοντας»

 მიუხედავად საბერძნეთის საკონსტიტუციო კანონმდებლობის მიერ განმარტებული და განსაზღვრული თანასწორიბისა სწორედ ეს ადგილი ხდება ყველაზე მეტად დაპირისპირებისა და შეშფოთების საგანი, რაც ხშირ შემთხვევაში ნაციონალისტურ პატრიოტულ განწყობებს უღვიძებს ბერძენი მშობლების ნაწილს და თვალსაჩინოდ ასაჯაროებს მეტად შემაშფოთებელ კითხვას ,,რატომ აჯობა ჩემს შვილს უცხოელმა ? “

cebfceb4cf85cf83cf83ceadceb1cf82-cf84cf83ceb5cebdceacceb9

    საბერძნეთში მცხოვრებთა უმრავლესობას ამ საკითხზე მსჯელობა ალბათ გაგახსენებთ  2003 წლის  სკანადლურ გამოსვლებს და დაპირისპირებას  საბერძნეთის ტელევიზიის და მედია საშუალებებით, ალბანური წარმოშობის მოსწავლის ოდისეას ცენაის მიერ აღლუმზე სახელმწიფო დროშის ტარების გამო. ეს იყო პირველი უცხოელი (ეროვნებით  ალბანელი ) მოსწავლე, რომელსაც მიენიჭა პატივი სახელმწიფო აღლუმზე მთავარი მედროშე ყოფილიყო და წარმოედგინა საკუთარი სკოლა. ამ ფაქტმა აღაშფოთა საბერძნეთის ულტრა ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოება ხოლო მათმა რიტორიკამ ოდისეას ოჯახი და საბერძნეთის პროგრესული საზოგადოება, რომლებიც აცხადებდნენ რომ ოდისეა იყო საბერძნეთის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და თავს გრძნობდა ამ საზოგადოების ნაწილად. ოდისეას ცენაის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ოდისეას საჯარო გაქრისტიანებით დასრულდა, რამაც შედარებიც დააცხრო აღნიშნული დისკუსია, ნათლია კი ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი მაკის ტრიანტაფილოპულოსი გახდა. ამის შემდგომ ოდისეას ერთგვარად გზა გაეხსნა და  არაერთი  ჯილდო მიენიჭა როგორც ერთ ერთ საუკეთესო მოსწავლეს.მან საბერძნეთის სახელმწიო დაფინანსებით  უმაღლესი განათლება  Harvard-ის და Boston-ის  უნივერსიტეტებში მიიღო .

azai2.medium

  ბოლო  წლების განვალობაში უამრავმა  უცხოელმა მოსწავლემ  მიიღო აღლუმებში მონაწილეობა, ატარა კიდეც საბერძნეთის სახელმწიფო დროშა  და უამრავი  უცხოური წარმოშობის ბავშვი საბერძნეთის სრულუფლებიანი მოქალაქე გახდა კიდეც,  რითაც მე როგორც საქართველოში დაბადებული ბერძენი შემიძლია ვთქვა რომ ვარ ამაყი.  ეს ბავშვები ჩემი გამოცდილებიდან  გამომდინარე ვერასდროს ვერ იქნებიან , მხოლოდ ერთი ეროვნების ან ერთი ქვეყნის მოქალაქეები, ერთი ზღუდეშემოვლებული და საზღვარჩაკეტილი წრის წევრები, რომლებსაც ზოგიერთი ფაშისტურ-ნაციონალისტური აზროვნების ვითომ-პატრიოტები ,,ბერძნულ საზოგადოებას” უწოდებენ. მე ჩემი გამოცდილებით ზუსტად ვიცი რომ ისინი  ყოველთვის იფიქრებენ ,ილაპარაკებენ, იგრძნობენ და თავის აზრს გამოხატავენ ორივე ქვეყნის სიყვარულით ორივე ენაზე და მათ  ამაში ხელს ვერავინ შეუშლით !

 ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი მე მწამს რომ მთავარი არის ის რომ ეს ბავშვები საზოგადოებისთვის და თავისი ორივე ქვეყნისთვის საჭირო, განათლებულ , პროგრესულ და  წარმატებულ  მოქალაქეებად გაიზარდონ.

ავტორი: სოფია სარიდი