აგელიკი ნიკოლული: ბერძნული ოჯახის ქართველი დამხმარე შესაძლოა ცოცხალი იყოს

46 წლის იზოლდა ვარდოსანიძე 2017 წლის 20 დეკემბერს გაუჩინარდა

აღნიშნულ დღეს, მისი ყველა ნივთი თავისი დაქალის სახლში, პლატია ამერიკაზე დატოვა, შემდეგ კი გაუჩინარდა.

აგელიკი ნიკოლულის შოუში, იზოლდას და, ქალბატონი ნანო მივიდა, რომელსაც არავითარი ინფორმაცია არ აქვს მისი დის გაუჩინარების შესახებ.

აგელიკი ნიკოლულის ინფორმაციით, მისი შოუს ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაცემაში დარეკა (როგორც ჩანს ის იზოლდას იცნობდა) და ისეთი ინფორმაცია მისცა, რომელმაც იზოლდას ახლობელ ადამიანებს იმედი მისცა.

ინფორმაცია ასეთია: იზოლდა ქალთან, რომელმაც გადაცემაში დარეკა, სახლში მისულა და უთხრა, რომ თავისი ბიძაშვილის სახლში ცხოვრობდა და რომ სამსახურს ეძებდა. ერთი თვის შემდეგ, კიდევ მივიდა მის სახლში და უთხრა, რომ მას 24 საათიანი სამსახურის პოვნა სურდა და ჯერჯერობით ნაპოვნი არ ჰქონდა.

იზოლდა ბოლო 12 წლის მანძილზე საბერძნეთში ოჯახის დამხმარედ, 24 საათიან სამსახურში მუშაობდა, სამწუხაროდ, მან საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა ვერ მოიპოვა.

2017 წლის სექტემბერში, საბერძნეთისა და საქართველოს პოლიციის ჩარევით, მათ იპოვეს ის ადგილი, სადაც იზოლდა იმყოფებოდა.

46 წლის იზოლდა მიხვდა, რომ მალე მასთან სახლში პოლიცია მივიდოდა და დააკავებდნენ, შესაბამისად, გაქცევას შეეცადა (მეხუთე სართულის აივნის მეშვეობით), თუმცა, ფეხი დაუცდა და მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

ვარდნის დროს, აივნის გადახურულმა ნაწილმა გააჩერა და გადარჩა, თუმცა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იზოლდა საავადომყოფოში 3 დღე იყო, თუმცა, შემდეგ, როცა გამოვიდა ის ალოდაპონში (საემიგრაციოს განყოფილება) მიიყვანეს, რათა დეპორტი ჩაერტყათ და საქართველოში გაეშვათ.

თუმცა, მისი ადვოკატის დახმარებით, ის საბერძნეთში დარჩა.

ქალი, ვისთან ერთადაც იზოლდა ცხოვრობდა, ამბობს, რომ მას პრობლემები ჰქონდა, თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

იზოლდა ამ ქალის სახლიდან წავიდა და სხვა მეგობრის სახლში მივიდა, პლატია ვიქტორიაზე. თუმცა, სანამ ახალი წელი მოვიდოდა, მან მასაც უთხრა, რომ სახლიდან წავიდოდა და სწორედ მას მერე გაუჩინარდა.

“მე მას ვთხოვე, რომ როცა სამსახურს იპოვიდა, ჩემთვის დაერეკა. ძალიან ვნერვიულობდი მასზე. ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა”. ეს ის ინფორმაციააც, რაც აგელიკი ნიკოლულის ამ დღეებში მიუვიდა.

იხილეთ ბერძნული ვერსია: http://anikolouli.gr/simadi-zois-tis-ikiakis-voithou/